პროკურატურამ როლანდ ახალაიას ბრალი წარუდგინა
11-04-2014, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს პარლამენტის წევრს, როლანდ ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

 

 

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 


"დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს პარლამენტის წევრს როლანდ ახალაიას ბრალდება წარედგინა.

 

 

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2009 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, რომელიც მოქმედებდა პირადი დაინტერესებით, რაც აშკარად სცილდებოდა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, შეხვდა მოქალაქე მარინა ესებუას, რომელსაც მის მეუღლესთან, მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოთხოვა თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით, არარსებული "ანაკლიის განვითარების ფონდის" ანგარიშზე ჩაერიცხა 150 000 ლარი, რისთვისაც გადასცა საბანკო რეკვიზიტები, რომელიც რეალურად წარმოადგენდა როლანდ ახალაიას ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია "სანის" საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

 


მარინა ესებუა იძულებული იყო დათანხმებულიყო შემოთავაზებულ პირობას. მან მეორე დღეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს ,,სანის" საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისათვის.

 


ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში, როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი შეეტანათ კვლავ მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას ფირმის შპს "სანის" ანგარიშზე.

 


2009 წლის 25 დეკემბერს, როლანდ ახალაიას მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდებულების ახლობელმა პირმა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი ჩარიცხა "სანის" საბანკო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, საერთო ჯამში 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, რის სანაცვლოდაც ბრალდებულებს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალათ პირობითად. რაც შეეხება შპს "სანის" საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 60 000 ლარს, იგი არ იქნა ასახული საპროცესო შეთანხმების ოქმში და სრულად იქნა გახარჯული როლანდ ახალაიას ახლობლის ფირმის შპს "სანის" კომერციული მიზნებისთვის.

 


როლანდ ახალაია მოქმედებდა პირადი დაინტერესებით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. მან აღნიშნული ქმედებით გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 


ამავდროულად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრის ბრალდებისთვის აღარ არის საჭირო საქართველოს პარლამენტის თანხმობა, რასთან დაკავშირებითაც, როგორც თქვენთვის ცნობილია კოდექსში ცვლილების შეტანამდე საქართველოს პროკურატურამ თანხმობის გამოსათხოვად მიმართა პარლამენტს.

 


აქედან გამომდინარე, დღეს როლანდ ახალაიას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

 


საქმეზე ამდროისათვის გამოძიება გრძელდება", – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი