ქვეყნის მასშტაბით 50 სკოლაში 20%-იანი გაცდენა ისევ ფიქსირდება. მათგან 43 სკოლა რეგიონებში და 7 დედაქალაქშია. აღნიშნულის მიუხედავად, სასწავლო პროცესი მაინც გრძელდება.
როგორც განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნატა ასათიანი, აცხადებს, სამინისტრო დღის ბოლომდე გადაწყვეტს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით ამ სკოლებში შეაჩერებს თუ არა სწავლას.
„ძირითადი ნაწილი ამ სკოლებისა არის რეგიონებში. საინტერესოა 7 სკოლა თბილისიდან, სადაც ისევ ფიქსირდება გაცდენები და ჩვენი მონიტორინგის სამსახური ამჟამად აწარმოებს მონიტორინგს და ინფორმაციის გამოთხოვას, არის თუ არა მოსწავლეების გაცდენის მიზეზი ავადმყოფობა,“ - განაცხადა ნატა ასათიანმა "რუსთავი-2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.