დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა მხარი დაუჭირა ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ევროკავშირში ბრიტანეთის წევრობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები დღეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა წარადგინა.
ცვლილებები ევროკავშირის მიგრაციულ და მონეტარულ პოლიტიკას ეხება და ოფიციალური ლონდონის წინადადებებს შეიცავს. აღნიშნული ცვლილებები იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ მას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დაუჭერს მხარს. 2017 წლის ბოლომდე დიდ ბრიტანეთში ჩატარდება რეფერენდუმი, რომლის შედეგად გადაწყდება, დარჩება თუ არა ეს ქვეყანა ევროკავშირის შემადგენლობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.