საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი და მისიის რეგიონალურო ოფისის უფროსი გაბრიელ ვონ ჰორნი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატოს ლევან შონიას შეხვდნენ.
ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი რეგიონში არსებული მდგომარეობით და მიმდინარე პროექტებით დაინტერესდა. გუბერნატორმა ელჩს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.
კიასტუტის იანკაუსკასი კონფლიქტისპირა სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრის პროექტით დაინტერესდა და მის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ლევან შონიასგან მიიღო. რუხში სავაჭრო ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ის უახლოეს დღეებში გაიხსნება. გუბერნატორის განცხადებით სავაჭრო ცენტრი ხელს შეუწყობს ქართველი და აფხაზი ხალხის დაახლოებას. გუბერნატორმა მისიის ხელმძღვანელს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებული პროექტები დეტალურად გააცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.