ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანს პასუხობს: წინმსწრებად ასეთი განცხადებების გაკეთება ძალიან არასერიოზულია
02-02-2016, 23:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების წინასწარი გამჟღავნების თაობაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე "გარკვეული მიმოხილვა და პროცედურები დაწყებულია". კომენტარი ამ თემაზე ნინო გვენეტაძემ "მოამბესთან" გააკეთა.


"ზოგადად ეს საკითხები კონფიდენციალურია. ბატონი ახვლედიანის გადაწყვეტილება იყო, რომ საჯაროდ განეცხადებინა. ამგვარი სასწაულები ნამდვილად არ ხდება. ჩვენ შესწავლის შედეგებს აუცილებლად დავდებთ და ის ყველა დაინტერსებული პირისთვის საჯარო იქნება," აღნიშნა გვენეტაძემ. კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა მამუკა ახვლედიანს, გვენეტაძემ უპასუხა, რომ ახვლედიანის მიზნებზე ვერ ისაუბრებს, რადგან "ეთიკის უფრო მაღალი სტანდარტი აქვს დასაცავი".


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არ იცის, თუ რა ფაქტზე საუბრობს მამუკა ახვლედიანი. "წინმსწრებად ასეთი განცხადებების გაკეთება ძალიან არასერიოზულია, ამიტომ დაველოდოთ ყველა შედეგს, რაც ყველა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი იქნება," აღნიშნა გვენეტაძემ.


მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების თაობაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი