ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ მას ბრალი 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და მისადმი პროკურატურით დაინტერესება ანაკლიაში მშენებლობებს უკავშირდება.
როლანდ ახალაია პროკურატურის ქმედებას მის ოჯახზე, შვილებსა და პირადად მასზე ზეწოლას უკავშირებს და ამბობს, რომ მის საქმის გარშემო გასამართ სასამართლო პროცესს პერსპექტივა არ აქვს.
როლანდ ახალაია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მას დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილი და დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით დაემუქრა. როლანდ ახალაია აცხადებს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი თავის მუქარას ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ასრულებს.
"ჩემს უდანაშაულობას სასამართლოზე დავამტკიცებ", - აცხადებს როლანდ ახალაია.
როლანდ ახალაიას პროკურატურასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ელოდებოდნენ.
დღეს როლანდ ახალაიას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდს მოიცავს და სასჯელის ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.