მიხეილ ჯანელიძე გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ანტი ტურუნენს შეხვდა
03-02-2016, 00:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ანტი ტურუნენს შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 


უწყების ინფორმაციით, მინისტრმა გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხდა.

 

 

"მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და უსაფრთხოებისა უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა მოლაპარაკებების პროცესში ფორმატით გათვალისწინებულ მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე მხარეებმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 

 

განსაკუთრებული აქცენტი ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე გაკეთდა.

 

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაეროში საქართველოს რეზოლუციის მნიშვნელობას, დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების განხორციელების თვალსაზრისით.

 

 

თავის მხრივ, ანტი ტურენენმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის მიმართ. ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს ძალისხმევა, ჟენევის მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის მიზნით" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი