ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად ზიკას ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ შემთხვევა ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში მოხდა. ჯანდაცვის ადგილობრივი უწყება აღნიშნულს ოფიციალურად ადასტურებს. მათი განმარტებით, ვირუსი სქესობრივი გზით გადავიდა. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ზიკას ვირუსის გადამტანი მხოლოდ კოღოები იყვნენ. პიროვნება, რომელიც დაავადებულია ზიკას ვირუსით, არ იმყოფებოდა დაავადების გავრცელების არეალში, თუმცა, მისი პარტნიორი ვისგანაც მას დაავადება გადაედო, ვენესუელადან იყო ახალი დაბრუნებული.
ზიკას ვირუსის ორი შემთხვევა უკვე გამოვლინდა ავსტრალიაში, კერძოდ კი სიდნეიში, სადაც ზიკას ვირუსით კარიბის ქვეყნებიდან გადმოსული ადამიანები დაინფიცირდნენ.
ბრაზილიაში, ჯანდაცვის ორგანიზაცია ვირუსის 3670 საეჭვო შემთხვევას იძიებს, აქედან 404 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ბრაზილიის პრეზიდენტის, დილმა რუსელფის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ორიენტირებულია ზიკას ვირუსის გარშემო არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე, ამისთვის კი მისივე განცხადებით, აუცილებელია ის კოღოები განადგურდნენ, რომლებსაც ვირუსი გადააქვთ.
ზიკას ვირუსი არ არის ახალი შიდსი, დაავადება იკურნება და საფრთხეს ორსულობის პერიოდში ქმნის. აღნიშნული ვირუსით დაავადებული ადამიანის შვილები განუვითარებელი ტვინებით იბადებიან.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირებული შემთხვევების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით ელოდება და საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.