პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს 14:00 საათზე წარსდგება. ეკონომიკა, სოციალური ვითარება, საგარეო ურთიერთობები, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ადამიანის უფლებები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც პრეზიდენტი დეპუტატებთან შეხვედრის დროს გაამახვილებს ყურადღებას.
მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრებს. პრეზიდენტის მრჩევლების განცხადებით, მარგველაშვილი დეპუტატებს რამდენიმე ახალ ინიციატივასაც გააცნობს.
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დებატები არ გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, ფრაქციის წევრებს მოუსმენენ. გამოსვლის დრო 10-15 წუთით განისაზღვრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.