საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, გამოცდაზე გასული ადამიანები, რომლებზეც ეჭვები არსებობს, იქამდე ვერ მოხვდებიან სასამართლო სისტემაში, სანამ არ გაირკვევა საგამოცდო ტესტის შესახებ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის საკითხი.
"ის კონკურსანტები, რომლებიც გამოცდაზე გავიდნენ, არიან ათეულობით, ამას სჭირდება შემოწმება. სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, სასამართლო სისტემაში ვერ მოხვდებიან. ვზრუნავთ, რომ რაც არის ეჭვის საფუძვლი, არ მოხვდეს სასამართლოს სისტემაში. საბჭო დიდი ხანია ამ თემაზე მუშაობს, არავინ არაფრის დამალვას არ აპირებს", - განაცხადა მურუსიძემ.
ჟურნალისტებმა შეკითხვა დასვეს ტესტირებაში მონაწილე ირინა ხერხეულიძესთან დაკავშირებით, რომელმაც 100 ქულა მოაგროვა და რომლის სადოქტორო ნამუშევრის ხელმძღვანელია ნინო გვენეტაძე. კითხვაზე, ამ მიმართულებით ძლიერდება თუ არა ეჭვები, მურუსიძემ განაცხადა, რომ ეჭვები შეიძლება გაძლიერდეს, შეიძლება - არა. "ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. როდესაც საბჭო დაადგენს და თუ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, არავინ არავიზე ხელის დაფარებას არ აპირებს", - განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც ტესტირება ჩააბარეს, არც ერთ კონკურსში არ იღებენ ამ დროისთვის მონაწილეობას, რადგან ისინი ჯერ უნდა ჩაირიცხონ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და გაიარონ რამდენიმეთვიანი კურსი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გასაუბრება მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეებთან. აღნიშნული კონკურსი მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ფარგლებში მიმდინარეობს. იუსტიცის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ დღის წესრიგში ტესტირების შესაძლო გაჟონვის საკითხი არ დგას. როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, ამ კონკურსში მონაწილეობას იღებენ მოქმედი მოსამართლეები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.