ახმეტის რაიონის სოფელ მატანში სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაჭრილი 15 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი კატასტროფის ბრიგადამ ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან გვიან ღამით იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანა.
15 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. მოზარდს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. გოგონა, თავდაპირველად, ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, კრიტიკული მდგომარეობის გამო, მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. გოგონას დაჭრაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ახმეტის რაიონის გამგებლის ბექა ბაიდაურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი სრულწლოვანია და ის გოგონას თანასოფლელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.