"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უპასუხისმგებლო და ზედაპირული უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, დაგლას ფრანცის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ნამდვილად დიდებული ათწლეული გაიარა 2003 წლის შემდეგ,
"წარმოუდგენელია, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და აკეთებს ასეთ უპასუხიმგებლო და ცინიკურ განცხადებას. როგორც ჩანს, ბატონი დაგლასი საერთოდ არ არის ინფორმირებული, იმის შესახებ, რომ 2008 წელის აგვისტოში ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა ომი, რომლის შედეგად საქართველომ დაკარგა ქვეყნის ტერიტორიების 20%, ხოლო 90-იან წლებში საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულ 300 000 პირს კიდევ ათიათასობით ოჯახი დაემატა.
მას, როგორც ჩანს, ასევე არ აქვს წაკითხული თავისივე უწყების ა.შ.შ სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა 2010-2012 წლებში, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ამერიკა შეშფოთებულია საქართველოში ელიტალური კორუფციის ზრდითა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებით, რასაც საქართველოს მოსახლეობა სწორედ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ებრძვის.
როგორც ჩანს, მან ისიც არ იცის, რომ ზუსტად ამ პერიოდში, საქართველო მსოფლიოში მეოთხე და ევროპაში პირველ ადგილზე იყო პატიმართა რაოდენობით; აღარაფერს ვამბობთ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული არაადამიანური მოპყრობასა და წამების ფაქტებზე, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უპრეცედენტო სისასტიკედაა შეფასებული, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო აღმოჩნდა პირველ ადგილზე მოქალაქეების მიერ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეტანილი საქმეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული გადაწყვეტილებებით.
მან არც ის არ იცის, რომ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება 26 მაისის შემდეგ, სადაც პირდაპირ დაწერა, რომ საქართველოში უხეშად ირღვეოდა ადამიანის გამოხატვის თავისუფლების უფლებები და ხელისუფლება უხეშ ძალას იყენებდა ოპონენტების გასაჩუმლებლად.
მან, როგორც ჩანს, არც ის იცის, რომ ათიათასობით ადამიანს უკანონოდ ჩამოერთვა ქონება, რომ იყო უამრავი პოლიტიკური პატიმარი. მან არაფერი არ იცის, გარდა იმისა, რომ 10 წლის შემდეგ დაბრუნებულმა დაინახა განათებული საქართველო და შეღებილი ფასადები. როგორც ჩანს ბატონი ფრანცი თვლის, რომ მხოლოდ განათებული ფასადებით უნდა იყვნენ ქართველები კმაყოფილნი, მას მიაჩნია, რომ ჩვენ განუვითარებელი ერი ვართ, ჩვენთვის დემოკრატიული ფასეულობები, ადამიანის ღირსება, ტერიტორიული მთლიანობა არაფერს არ ნიშნავს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენელი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი უპასუხისმგებლო და ზედაპირული განცხადებები დასავლელი წარმომადგენლებისა აყენებს ჩრდილს საქართველოში დასავლურ ღირებულებებს, აჩენს ნიჰილისტურ დამოკიდებულებას დასავლური ფასეულობებისადმი. და უფრო მეტიც, გამწარებულ ადამიანებში ხშირად ანტიდასავლურ განწყობილებებს აღვივებს."- ნათქვამია ნინო ბურჯანაძის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.