რუსეთის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ამჯერად, ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიაზე მოგზაურობა ხუთ ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსანს აუკრძალა.
მათ შორის, იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი შეფი, ალბერტო გონსალესიც მოხვდა. ეს არის რუსეთის საპასუხო ნაბიჯი ვაშინგტონის მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიის გაფართოებაზე.
შეგახსენებთ, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყირიმის მოვლენების გამო დააწესა. შეერთებული შტატები სანქციების გაუქმებას მანამ არ აპირებს, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.