ჩინეთის სუპერ ლიგის პოზიციის "გუანგდოუ ევერგრანდმა" "ათლეტიკო მადრიდის" მოთამაშე ჯექსონ მარტინესთან 31 მილიონი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 110 მილიონი ლარის) კონტრაქტზე ხელმოწერით აზიის სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ BBC იუწყება.
29 წლის კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ხელი მოაწერა 4-წლიან შეთანხმებას და 9 თებერვალს დუბაიში ზამთრის წვრთნებს შეუერთდება. გასულ ზაფხულს "პორტოდან" ათლეტიკოში 24.8 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადასულმა მარტინესმა, თამაშებში 22-ჯერ გამოჩენისას მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო.
"გუანგზოუში" მარტინესის მენეჯერი "ჩელსასა" და ბრაზილიის ყოფილი ბოსი ლუის ფილიპ სქოლარია.
გერმანიის ტრანსფერების ბაზრის სტატისტიკის თანახმად, სუპერ ლიგის გუნდებმა 2014-15 წლის სეზონზე 108 მილიონი ევრო დახარჯეს ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე და ამ მხრივ, პრემიერ ლიგის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.