ნატო-ს გენერალური მდივანი ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმებს მიესალმება. ამის შესახებ ნატო-ს პრეს-სამსახური იტყობინება. გეგმების დამტკიცების შემთხვევაში 2017 წლისთვის ევროპაში აშშ-ის ძალების დაფინანსება გაოთხმაგდება და 3,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ უფრო მეტ ძალებს, უფრო მეტ წვრთნასა და ტრენინგებს დააფინანსებს.
"ეს არის იმის ნიშანი, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის აშშ ვალდებულებებს მტკიცედ ასრულებს. ეს იქნება დროული და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ნატო-ს კოლექტიური თავდაცვისთვის", - წერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.
გუშინ გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას გეგმების შესახებ, რომლის მიხედითაც ვაშინგტონი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნატო-ს ქვეყნებში მძიმე შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. გამოცემის თანახმად, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი რეგიონში რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებისკენ იქნება მიმართული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.