საქართველოს სხვადასხვა რეგიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციებზე 10 აპრილს განვითარებული მოვლენებისას კანონდარღვევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"საქართველოს რეგიონებში 10 აპრილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამართალწარმოება იმავე დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო. პიროვნებების იდენტიფიცირების შემდეგ, სამართალდამცველებმა შვიდი პირი დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაკავებულია: 1975 წელს დაბადებული კობა კ., 1991 წელს დაბადებული გურამ ლ., 1994 წელს დაბადებული მანუჩარ მ., კახეთის რეგიონში: 1989 წელს დაბადებული არჩილ ბ., 1986 წელს დაბადებული ლევან კ.; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში: 1985 წელს დაბადებული მერაბ ღ. და 1990 წელს დაბადებული ვახტანგ მ.", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.