ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი საქართველოში გამოგონილი სახელით შემოვიდა
03-02-2016, 04:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი საქართველოში გამოგონილი სახელით შემოვიდა. როგორც ხარძიანის მკვლელობის საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოლეგ დამეტოვის სახელით შემოსული პირი, რეალურად არის ფარიდ გურბანოვი, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა. ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე პროცესი, რომელიც 13.00 საათზე იყო ჩანიშნული, გარკვეული ხნით გადაიდო, ამის მოტივი გახდა საქმის მოსამართლის ლელა ნოზაძის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სათათბიროდ გასვლა.

 

 

თუ როდის ჩატარდება სასამართლო სხდომა, ამის შესახებ მხარეებს დამატებით ეცნობება. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას აღნიშნულ მოსამართლესთან დაკავშირებით, როგორც პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განმარტა, ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, მოსამართლე ლელა ნოზაძის აცილების თაობაზე. პროკურორის თქმით, აღნიშნულმა მოსამართლემ 2011 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დაკავებულ ბესო ხარძიანს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

მისი განმარტებით, ეს გარემოება იძლევა შუამდგომლობის დაყენების საფუძველს, რომ მოსამართლე იქნას აცილებული. სასამართლოში იმყოფებოდა ბესო ხარძიანის შვილი ქეთი ხარძიანი, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. სასამართლოში პროცესის გადადებამდე იმყოფებოდა სახაზინო ადვოკატი, რომელიც ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ოლეგ დოევის და ფარიდ გურბანოვის ინტერესებს იცავს. როგორც მან განმარტა, აღნიშნულ პირებთან კონტაქტი არასდროს ჰქონია და სავალდებულო დაცვიდან გამომდინარე, იცავს მათ ინტერესებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი