საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წელს საქართველო უნდა იყოს ორიენტირებული სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და ამხრივ მისი თქმით, მისასალმებელია გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები.
"საქართველომ უნდა მოახერხოს და გადადგას ნაბიჯი უფრო ეფექტური განვითარებისაკენ. საქართველო უნდა აჰყვეს დღევანდელი ცივილიზაციის რიტმსა და მაჯისცემას. მუდმივად ცვალებად, განვითარებად სამყაროში აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობისა და კონკურენტული უპირატესობების სწრაფი და ეფექტური ათვისება. 2016 წელს საქართველო უნდა იყოს ორიენტირებული სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ამიტომ სახელმწიფომ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებით და ჩვენი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის კაპიტალიზაციის მიმართულებით," განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ხაზი გაუსვა პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ ცოტა ხნის წინათ გაჟღერებული ინიციატივის მნიშვნელობას.
"ამ თვალსაზრისით მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ესენია: სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული რეფორმები, ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შესაბამისად სწრაფი გადაწყვეტილებები, აქცენტი რეგიონული განვითარებისა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე და განსაკუთრებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მინდა გამოვყო განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების ინიციატივა. ხარისხიანი განათლების სტანდარტების დამკვიდრებით საქართველომ უნდა უპასუხოს თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს," განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.