„ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის ჩვენს მიერ უკვე დაწყებული და წამოწყებული ლიბერალური ეკონომიკის მიმართ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, ყოველწლირი მოხსენებისას განაცხადა.
"პირველ რიგში, მინდა გამოვყო წარმატებული მოლაპარაკებები ტავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან, გააქტიურებული მოლაპარაკებები აშშ-სთან ამ მიმართულებით, ევროკავშირთან. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, უნდა დადგინდეს საქართველოს შედარებითი უპირატერსობები ევროპის ქვეყნებთან და მის სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში გამოიკვეთოს კონკურენტუნარიანი დარგები. ამასთან ერთად, არ შეგვიძლია არ დავინახოთ ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია. ზოგი აქედან ნაბოძებია ბუნებისგან და ღმერთა დაგვამადლა, რაღაცა ნაწილი კი განპირობებულია იმ გეიპოლიტიკური ვითარებით, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. ამ პოტენციალს აუცილებლად სჭირდება ათვისება. საჭიროა, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია უფრო აქტიურად იქნას ათვისებული.
აუცილებელია, ინფრასტრუქტურული ინიციატივა და ლოჯისტიკურ პროექტებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქტიური ჩართვა. ლოჯისტიკური და სასაწყობე კომპანიების მეტი ხელშეწყობა. საქართველო დღეს უმნიშვნელოვანესს და უნიკალურ ადგილას იმყოფება. ახალი აბრეშუმის გზის თვალსაზრისით, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ადგილას და ვასრულებთ უკვე ისტორიულ ფუნქციას, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აქცენტს ანიჭებს. საწიროა პროცესების გაღრმავება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, აბრეშუმის გზის ინიციატივები, ტრანსრეგიონალური თანამშრომლობა - ეს ყველაფერი მაქსიმალურად ასათვისებელი პოტენციალია"- აღნიშნა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში მინისტრთა კაბინეტთან ერთად პრემიერ-მინისტრიც ესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.