გიორგი მარგველაშვილი: აუცილებელია, არსებობდეს პოლიტიკური ნება საიმისოდ, რომ არ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების გამრუდება
03-02-2016, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, იმისთვის, რომ არ მოხდეს მოსამართლეზე ზეწოლა და არ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების გამრუდება.

 

 

ამის შესახებ მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ყურადღება კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და პროცესების შელახვაზე გაამახვილა.

 

 

“აუცილებელია, რომ პერსონიფიცირებული ურთიერთობები შეიცვალოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუსაობით. პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება არ უნდა გამოიხატოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში.

 

 

სასამართლო არის ერთ-ერთი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოსი და არა მარტო სახელმწიფოსი. ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობისა. იმისთვის, რომ ფუნქციონირებდეს და მუშაობდეს ეფექტური სასამართლო, განხორციელდეს სასამართლო რეფორმა რა თქმა უნდა საჭიროა კანონები, პოლიტიკური ნება, იმისთვის, რომ არ მოხდეს მოსამართლეზე ზეწოლა და არ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების გამრუდება და შერყვნა,”-განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

პრეზიდენტმა მოსამართლეების დანიშვნის წესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პრინციპები და პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

“როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს მიერ წარდგენილი მოსამართლეები და შემდეგ მათ მიერ გამწესებული მოსამართლეები დააკმაყოფილებენ უმაღლეს სტანდარტს. შესაბამისად მოსახლეობასაც ამ უმაღლეს ისტანციებში უმაღლესი ხარისხის სამართლის მიღწევიშ შესაძლებლობა ექნებათ,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი