გიგი უგულავას სიმამრს ბრალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში წარუდგინეს
12-04-2014, 09:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის შპს "მანი"-ს ხელმძღვანელ პირებს, შალვა კილაძეს, რომელიც გიგი უგულავას სიმამრია, და გიორგი მჭედლიშვილს ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს შპს "მანი"-ს ხელმძღვანელი პირები შალვა კილაძე და გიორგი მჭედლიშვილი, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

რადგანაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა კილაძემ ვერ მოახერხა საგამოძიებო ორგანოში მისვლა, ამიტომ მას ბრალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში წარედგინა.

 


"გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 1 თებერვლიდან, ქ. თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას სიმამარი შალვა კილაძე, მეუღლის ნინა კილაძის სახელით ფლობს შპს "მანი"-ს 50% წილს. 2011 წლის 3 თებერვალს შპს "მანზე" გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე ახდენს გაჯის მოპოვებას. მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიით განსაზღვრული იყო გაჯის მოსაპოვებელი ტერიტორია და ნედლეულის რაოდენობა, ნიადაგის მახასიათებლიდან გამომდინარე, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, გიორგი უგულავას მფარველობისა და სამართალდამცავი ორგანოებისაგან ხელშეუხებლობის გარანტიის დაპირებით, შალვა კილაძე ავალებდა საწარმოს დირექტორს გიორგი მჭედლიშვილს და სხვა თანამშრომლებს ლიცენზიით გათვალისწინებული საზღვრების გარეთ გაჯის ნედლეულის მოპოვებას, რა დროსაც შპს "მანის" მიერ სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ იქნა გადამუშავებული 9 475,07 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც საწარმომ მიიღო 138 572 ლარის უკანონო შემოსავალი.

 


მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა გაჯის ნედლეულის მოპოვება და გადამუშავება, 2007-2009 წლებში შპს "მანის" თავდაცვის სამინისტროსათვის და სასაზღვრო პოლიციისათვის მიწოდებული აქვს საწოლები და ლეიბები, ასევე ქ. თბილისის მერიისათვის შესრულებული აქვს კონცერტის საორგანიზაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 1 566 521 ლარს.

 


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე 2 ნაწილის "ა" პუნქტით, რაც ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გიგი უგულავას სიმამრისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობას არ მოითხოვს. რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს, შალვა კილაძისთვის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა შევა. შუამდგომლობის შესვლის შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული დაკავებული არ არის, მოსამართლემ, პროცესი 48 საათში უნდა ჩანიშნოს.

 


საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ, თუკი, ბრალდებული პროცესზე მისვლას ვერ შეძლებს, აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა ბრალდებულის დასწრების გარეშე ჩატარდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი