"რუსეთის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფით," ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინათ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა. პრეზიდენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დადებულ ხელშეკრულებებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ "პასუხი ამ პოლიტიკაზე უნდა იყოს ერთიანი, ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკა".
"ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც შემაშფოთებელი იყო ის ხელშეკრულებები, რომელიც დაიდო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და ამის თაობაზე, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენმა პარტნიორებმა გამოვთქვით აღშფოთება. პასუხი ამ პოლიტიკაზე უნდა იყოს ერთიანი, ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკა -პოლიტიკა, რომელიც ნათლად საუბრობს, რომ შეუძლებელია ევროპაში, შეუძლებელია ამ ნაწილში სამყაროსი, კიდევ ერთხელ გაივლოს ხელოვნური გამყოფი ხაზები. საქართველო-რუსეთის ურთიერთობები არის ევროპული პოლიტიკის ნაწილი და ევროპული პოლიტიკის ჭრილში უნდა იყოს წარმოჩენილი. ასევე პასუხი ამ პოლიტიკაზე უნდა იყოს ერთიანი და ნათელი," განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დაამატა, რომ როგორც სხვა ქვეყნებთან, "საქართველო რუსეთთანაც ესწრაფვის თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს", თუმცა მარგველაშვილის თქმით, "რუსეთის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფით".
"კიდევ ერთხელ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვადასტურებ საქართველოს სწრაფვას კეთილმეზობლური, ერთმანეთის ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობებისადმი. მაგრამ, ბუნებრივია სანამ შედგება ასეთი დიალოგი და სანამ ეს კონტექსტი ნათლად იქნება გაგებული და წაკითხული, ძალიან მნიშვნელოვანია არ შევაჩეროთ ჩვენი ძალისხმევა და გავაღრმავოთ უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის, რომელიც მდგომარეობს არაღიარების პოლიტიკაში. ამ თვალსაზრისით, არც ერთი წამით არ შეიძლება შესვენება," აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.