"სოფლის მეურნეობა უნდა გადაიქცეს ბიზნესად“, - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით სახელმწიფომ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადადგას, მათ შორის გიორგი მარგველაშვილმა მიწის ბაზრის განვითარება დაასახელა.
"ჩვენი ბუნება ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს გვიხსნის. პირველ რიგში ეს არის სოფლის მეურნეობის შესაძლებლობები. საქართველოს ამ თვალსაზრისით, მართლაც სერიოზული პოტენციალი გააჩნია. უმნიშვნელოვანესია პრინციპული ნაბიჯების გადადგმა და ამ პოტენციალის ათვისება. მარტივად, რომ ვისაუბროთ, - სოფლის მეურნეობა უნდა გადაიქცეს ბიზნესად. ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მიწის ბაზრის განვითარება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში მინისტრთა კაბინეტი და გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან. ცნობილია, რომ პარლამენტში მისვლა მხოლოდ დიმიტრი ქუმსიშვილმა და მიხეილ გიორგაძემ ვერ მოახერხეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.