საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი რომელსაც უნდა ვესწრაფოდეთ არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობდეს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს დაცვა არ უნდა ხორციელდებოდეს მათი თავისუფლების შეზღუდვის გზით. პრეზიდენტის აზრით მნიშვნელოვანია საზოგადოება აქტიური იყოს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მხრივ.
“კრიმინალთან ბრძოლა არასდროს არ მთავრდება, მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ სახელისუფლებო სტრუქტურებმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ უნდა შევძლოთ, რომ კრიმინალი იყოს მარგინალიზებელი და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისათვის. ამისთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოება იქნეს აქტიურად ჩართული სამართალდამცავ სტრუქტურებებთან თანამშომლობასა და ფუნქციონირებაში,”- განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.