საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2016 წელს უნდა ჩატარდეს ევროპული სტანდარტის არჩევნები, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული პოლიტიკური კულტურის ქვეყანა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ყურადღება საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მთავარი გამოწვევაა.
“2012 წლიდან არჩევნების სტანდარტი და ხარისხი მიდის უკეთესობისკენ. ეს ტენდენცია არა მარტო უნდა შენარჩუნდეს არამედ უნდა გაღრმავდეს და ჩვენ უნდა ჩავატაროთ 2016 წელს მართლაც ევროპული სტანდარტის არჩევნები, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მართლაც ევროპული პოლიტიკური კულტურის ქვეყანა. არჩევნებთან დაკავშირებით არ უნდა დაისვას კითხვები. კითხვები არ უნდა დაისვას გულისხმოიბს იმას, რომ თუ დაისმევა ასეთი კითხვები საზოგადოების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჩვენ შეიძლება მივიღოთ ის რასაც ვიღებდით წლების განმავლობაში და გავიმეორებ იმას რასაც ვამბობდი წლების განმავლობაში, რომ არჩევნების შედეგად მოგებული უნდა იყოს არა მხოლოდ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა არამედ მოგებული უნდა იყოს საზოგადოება და ქვეყანა. ჩვენი მიზანი არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით უნდა იყოს ის, რომ მოიგოს ამომრჩეველმა და მანვე განსაზღვროს რომელი პოლიტიკური ძალა უნდა მართავდეს ქვეყანას,”-განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ პარტიათა შორის უღტიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაპირისპირება უნდა იყოს არა დაპირისპირება მტრებთან არამედ დაპირისპირება ოპონენტებთან.
“კონკურენცია და დაპირისპირება არის ის რაც აცოცხლებს და სისხლსავსეს ხდის პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ დაპირისპირება უნდა იყოს არა დაპირისპირება მტრებთან არამედ დაპირისპირება ოპონენტებთან, მოწინააღმდეგეებთან. მიზანი უნდა იყოს არა განადგურება არამედ გამარჯვება, ეს არის ევროპული პოლიტიკურ კულტურა. ამ ჭრილში უნდა ვიმოქმედოთ მომავალშიც,”-აღნიშნა მარგველაშვილმა.
ქვეყნის პრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებზეც ისაუბრა. როგორც მან თქვა აზრები გაყოფილი ცვლილების განხორციელების პერიოდთან დაკავშირებით. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლის განხორციელებაც იგეგმება უნდა განხორციელდეს მომავალი არჩევნებისთვის და არ უნდა მოხდეს მისი გადატანა მომავალში, რათა არ გამოიწვიოს მუდმივად ფორსმაჟორში ყოფნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.