"თითოეული ჩვენთაგანი ფასდება როგორც ადამიანი იმით, რამდენად შესძლო ამ ადამიანმა სხვა ადამიანისთვის ცხოვრების შემსუბუქება, სხვა ადამიანისთვის ყურადღების მიქცევა და ასევე ჯამურად საზოგადოება, ქვეყანა, მისი ადგილი ცივილიზაციის რუკაზე აქედან გამომდინარე ფასდება", ეს სიტყვები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წარმოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქართული საზოგადოება განსაკუთრებულია.
"ამ თვალსაზრისით ქართული საზოგადოება განსაკუთრებულია. არა მარტო გაჭირვების წლებში, არამედ შემდეგაც, ათობით, ასობით, ათიათასობით ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი არ გააჩნდა, უყოფდა ბოლო შესაძლებლობას თავის მეზობლებს, მეგობრებს და ათიათასობით ადამიანი გადაარჩინა იმ მძიმე წლებში და დღესაც ეხმარება იმისთვის, რომ მათ არ დაკარგონ ღირსება, არ დაკარგონ ჯანმრთელობა და არ დაკარგონ სიცოცხლე. თითოეული ასეთი, შეიძლება უპოვარი, მაგრამ ქველმოქმედი ადამიანი ქმნის ქართული საზოგადოების სიძლიერეს. და მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ასეთი ადამიანების გვერდით, სხვა საქველმოქმედო ინიციატივების გვერდით ყოველთვის ვიქნები პარტნიორი და ყოველთვის დავეხმარები ნებისმიერ ასეთ ინიციატივას და თანამონაწილე ვიქნები იმ უმნიშვნელოვანესი პროცესისა, რომელიც გულისხმობს ჩვენს მიერ ერთმანეთისთვის ცხოვრების შემსუბუქებასა და ცხოვრების გატანას," აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.