ერის თვითგამორკვევა მხოლოდ ამ ერის ისტორიულ ტერიტორიაზე შეიძლება მოხდეს
12-04-2014, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ივნისის თვეში, ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს ატარებს და სეპარატისტების გარკვეულ ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს, რომ რეფერენდუმიც გამართონ შემდეგ საკითხზე - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "შეერთება" ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიასთან, - ანუ, "ნებაყოფლობით" შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში! - კითხვაზე, თუ რა სამართლებრივ საფუძველზე აკეთებენ ამას, პასუხობენ, რომ - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხმა, "თვითგამორკვევის პრინციპზე" დაყრდნობით უკვე მოიპოვა "დამოუკიდებლობა" და ეს "დამოუკიდებლობა აღიარა" რუსეთმა, ამიტომ, მათ უფლება აქვთ გააკეთონ "ნებისმიერი არჩევანი"?!.. მოკლედ, ეს გახლავთ სრული დემაგოგია, ცნებების და ტერმინების არსის აღრევა!

 


დიახ, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების (ანექსია) შემდეგ, საერთაშორისო სამართალი და ურთიერთობებიც დიდი დარტყმის ქვეშ მოექცა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგა და თუ როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის, საქართველოს და მთელი რეგიონის, მეტიც, მსოფლიოს ახლო მომავალი, ძნელი სათქმელია. ამასთან დაკავშირებით, ერთ საკითხზე, მინდა მოგახსენოთ ჩემი აზრი, რადგანაც, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ გარკვეულ ცვლილებებს და სიახლეებს, რომელიც შეეხება საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობებს, რაც პირდაპირ კავშირში იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის (აღდგენა) პრობლემასთან!... მოგეხსენებათ, რომ რუსები, ხშირად აპელირებენ ერის თვითგამორკვევის პრინციპზე, საქართველოს სეპარატისტულ და დღეს, მათ მიერ ოკუპირებულ ავტონომიებთან დაკავშირებით, რაც ოსებმაც და აფხაზებმაც საერთაშორისო სამართლის დამახინჯებით და ინტერპრეტირებით, სათავისოდ "ოსტატურად გამოიყენეს", ჯერჯერობით...

 

 

დღემდე, საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს ორ ასეთ პრინციპს: "სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობას და ერის თვითგამორკვევას". რუსები, ყოველთვის ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ უნდათ, რომ მოირგონ "მცირერიცხოვანი ერების მფარველის მანტია". საქმე ის არის, რომ - ერის თვითგამორკვევა უნდა მოხდეს ამ ერის ისტორიულ ტერიტორიაზე და არა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ეს ხალხი წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას! - ანუ, ე.ი. ოსი ხალხის თვითგამორკვევა (თუ მათ "ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა" სურთ!) უნდა მოხდეს მათ ისტორიულ სამშობლოში – ოსეთში, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს და ამჟამად, ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიას სახელწოდებით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის! ოსებს, სრული უფლება აქვთ, რომ ერის თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე, საკუთარ, ისტორიულ სამშობლოში მოითხოვონ გასვლა რუსეთის ფედერაციიდან! მაგრამ, საქმე ის არის, რომ ოსებმა კარგად იციან, თუ რით დამთავრდა ჩეჩენი ხალხის თვითგამორკვევა, – რუსეთთან ორი ომით და ორასი ათასზე მეტი დაღუპული ჩეჩენით! ამიტომ, ოსებმა, რომლებიც საქართველოს შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ცხოვრობენ, მოისურვეს, რომ რუსების შეგონებით და დახმარებით, - ოსი "ერის თვითგამორკვევა მოახდინონ" - საქართველოს სახელმწიფო (ისტორიულ) ტერიტორიაზე!.. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ, საქართველოს ორგანული ნაწილის ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარების" მთავარი არგუმენტი იყო, - ოსი ხალხის "უფლება თვითგამორკვევაზე", ხოლო საქართველოს სახელმწიფოს "ტერიტორიული ურღვევობა", რუსეთის და ოსი სეპარატისტების მიერ უხეშად იქნა უგულვებელყოფილი!..

 


რაც შეეხება აფხაზეთს, საუკუნეების განმავლობაში აფხაზები და ქართველები აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი ავტოქტონური-მკვიდრი ერებია. არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არსებობს თარიღი, რომელიც მეტყველებდეს იმაზე, რომ ქართველები (მეგრელები, სვანები) მოსულიყვნენ აფხაზეთში, თუმცა ამ თემაზე მრავალი სპეკულირება ხდება, რაც ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება! აფხაზეთში, ქართული ტომები საუკუნეების მანძილზე ყოველთვის სახლობდნენ, აფხაზებთან ერთად! ამიტომ, აფხაზთა "თვითგამორკვევა" სამართლიანი ვერ და არ იქნება, ვიდრე ქართველი დევნილები არ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, რადგანაც აფხაზთა მიერ (რუსების ხელშეწყობით!) ქართველების ეთნოწმენდის პირობებში, მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის ლეგიტიმური! ამასთანავე, აფხაზეთის, ისე როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის" შემთხვევაში, რუსეთის და აფხაზი სეპარატისტების მხრიდან უგულვებელყოფილია საერთაშორისო სამართლის პრინციპი, - საქართველოს სახელმწიფოს "ტერიტორიული ურღვევობის" შესახებ! კავკასიაში, აბორიგენობის საკითხში უმძიმესი მდგომარეობა აქვს თავად რუსებს და რუსეთის ფედერაციას. არსებობს უამრავი ისტორიული წყარო, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, თუ როგორ ემზადებოდა რუსეთის იმპერია კავკასიის დასაპყრობად. ისტორიისათვის ცნობილია, საუკუნე, წელი, თვე და რიცხვი, როდესაც რუსული პოლკები შევიდნენ კავკასიელი ხალხებით დასახლებულ აულებში და დაიწყეს მათი უმოწყალოდ განადგურება! კავკასიელ ხალხებს - ადიღეელებს, ჩერქეზებს, ყაბარდოელებს, ინგუშებს, ჩეჩნებს, დაღესტნურ ეთნოსებს სრული უფლება აქვთ, რომ მოითხოვონ საკუთარ, ისტორიულ ტერიტორიაზე ერის თვითგამორკვევის პრინციპის განხორციელება!..

 


ამიტომ, ვფიქრობ, რომ ისტორიულად, სამართლებრივად და ეთნიკური მომენტის გათვალისწინებით, არასწორია უკრაინის პრობლემის, კერძოდ ყირიმის პრეცედენტის შედარება საქართველოს მხარეებთან - აფხაზეთთან და ე.წ. "სამხრეთ ოსეთთან"! მათ "აერთიანებთ" მხოლოდ ერთი რამ, რუსეთის აგრესია საქართველოს და უკრაინის მიმართ! საქმე ის არის, რომ ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის "შემადგენელი ნაწილი" გახდა, - საბჭოთა კავშირის დე-ფაქტოდ და დე-იურედ არსებობის პერიოდში, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში! მანამდე კი, ისტორიულად ყირიმი არასოდეს ყოფილა უკრაინის ნაწილი! ყირიმის ნახევარკუნძული, რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა 18 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოსმალეთის იმპერია განდევნა ყირიმიდან! ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის მიუღებელია და არ არის პოლიტიკურ-სამართლებრივად მართებული ყირიმის "ისტორიის და ყირიმული ეთნოსების" (დღეს იქ ცხოვრობენ - რუსები, უკრაინელები, ყირიმელი თათრები. ყირიმში ეთნიკური შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა) შედარება ჩვენს ქართულ პროვინციებთან და ეთნოსებთან, რადგანაც აფხაზეთიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც, ანუ შიდა ქართლი, საუკუნეებია საქართველოს ძირძველი მხარეები გახლავთ!!..

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 232
#232   Uta
      
References:


Best online casino australia neosurf neosurf $5 deposit casino australia
გუშინ, 15:10
#231   Luella
      
References:


BPay pokies Australia 10 minimum deposit pokies
bpay
გუშინ, 05:46
#230   Merissa
      
References:


Payid pokies real money no deposit payid pokies reviews
გუშინ, 01:34
#229   Madge
      
References:


Payid casino online pokies new payid pokies
australia
26 ოქტომბერი 2026 23:06
#228   Demi
      
References:


Australian online casino payid pokies high roller payid
pokies
26 ოქტომბერი 2026 22:02
#227   Olivia
      
References:


Bank transfer withdrawal casino australia fast payout
bank transfer casino australia
23 ოქტომბერი 2026 20:14
#226   Cheryle
      
References:


Online pokies real money bank transfer https://xbymw.com/space-uid-1378026.html
23 ოქტომბერი 2026 14:17
#225   Aisha
      
References:


Osko fast money pokies https://molchanovonews.ru/
23 ოქტომბერი 2026 09:00
#224   Marcia
      
References:


Wire transfer casino VIP Australia bank transfer online
pokies real money australia
23 ოქტომბერი 2026 03:52
#223   Winfred
      
References:


Australian players wire transfer casino git.arteneo.pl
22 ოქტომბერი 2026 23:55
#222   Carol
      
References:


Licensed neosurf casinos australia https://pad.koeln.ccc.de/QNYhqhxrRbaMryLYX9KHLA
22 ოქტომბერი 2026 23:22
#221   Mikel
      
References:


Neosurf voucher casino australia deposit with neosurf casino
australia
22 ოქტომბერი 2026 15:56
#220   Leonor
      
References:


$10 neosurf deposit casino australia neosurf casino
australia aud
22 ოქტომბერი 2026 15:18
#219   Gus
      
References:


High roller payid pokies https://pad.stuve.de/
21 ოქტომბერი 2026 17:53
#218   Sheri
      
References:


10 dollar deposit pokies payid https://schoolido.lu/user/graperice2/
21 ოქტომბერი 2026 12:06
#217   Neal
      
References:


Progressive jackpot payid pokies best payid pokies australia
21 ოქტომბერი 2026 08:27
#216   Leatha
      
References:


Wire transfer casino Australian dollars secure wire transfer
casino australia
21 ოქტომბერი 2026 04:13
#215   Steven
      
References:


Instant withdrawal payid pokies $5 payid pokies
australia
20 ოქტომბერი 2026 17:06
#214   Arnulfo
      
References:


Secure payid pokies comsenz-service.com
20 ოქტომბერი 2026 11:15
#213   Alejandro
      
References:


Free spins bpay pokies australia https://www.88m2.com
18 ოქტომბერი 2026 18:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 12წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი