საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში ვერც ერთი ჩვენი თანამოქალაქე თავის თავს ვერ იპოვიდა, - ასე შეაფასა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ერთსაათიანი მოხსენება ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პავლე კუბლაშვილმა.
"პრეზიდენტის გამოსვლა იყო კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ხედვის გარეშე წარმოდგენილი წინადადებების ერთობლიობა. როდესაც ქვეყნის პირველი პირი საუბრობდა ეკონომიკაზე, კარგი იქნებოდა, რომ ეკონომიკასთან დაკავშირებით რაღაც კონკრეტული ეთქვა, თუნდაც ის მაინც, რომ შეცდომა იყო მთავრობის მიერ გადასახადების არდაწევა, რომ შეცდომა იყო, რაც გაკეთდა მაშინ, როდესაც ბატონი მარგველაშვილი იყო განათლების მინისტრი და მთავრობის კაბინეტის წევრი. თუნდაც ერთი სიტყვით შეცდომის აღიარება მისი მხრიდან უფრო საინტერესოს გახდიდა მის ხედვებს ეკონომიკასთან დაკავშირებით. საბოლოოდ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ გამოსვლაში ვერცერთი ჩვენი თანამოქალაქე თავის თავს ვერ იპოვიდა,", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.