„ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც პრეზიდენტობა არ უნდა გეკადრათ საქართველოსი“ - ასე მიმართა პარლამენტში, ფრაქციების სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტს.
„ბ-ნო პრეზიდენტო, თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა და ბგერა ანალიზდება.
უნდა გითხრათ, რომ თქვენ განაცხადეთ - მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს განცხადება თქვენ დაგავიწყდათ, ხალხმა კი დაიჯერა, რომ ამ სასახლეში არ შეხვიდოდით. მიმაჩნია, რომ ეს არასწორია.
არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში, სხვადასხვა ფორუმებზე ერთად სიარული ორი ხელძღვანელის. მე მიმაჩნია, რომ ქვეყნის იმიჯზე უნდა გეფიქრათ უფრო, ვიდრე იმაზე, თუ ვინ წავიდოდა.
და ბოლოს, თქვენ ისე მოხვდით აღნიშნულ თანამდებობაზე, რომ არც კი გქონდათ ეს ყველაფერი გააზრებული. ხელისუფლების კრიტიკის მაგივრად, უმჯობესი იქნებოდა მადლიერების გრძნობა გამოგეხატათ“ - განაცხადა თოფაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.