გოგი თოფაძე: ჩვენ, რომ დაუფიქრებლად მივიღეთ უცხოელების ძალიან ბევრი რჩევა, იმიტომ ვართ დღეს ასეთ დღეში
03-02-2016, 07:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტს შეახსენა, თუ როგორ ტარდებოდა არჩევნები საქართველოში 2012 წლამდე და რა მდგომარეობაში იყო სასამართლო სისტემა ქვეყანაში. თოფაძემ ასევე მოუწოდა პრეზიდენტს უცხოელების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს უფრო მეტი ანალიზით მიუდგნენ.


"თქვენ ილაპარაკეთ საარჩევნო კანონის რაღაც ხარვეზებზე. იცით, რა? უნდა გითხრათ, რომ როცა ვლაპარაკობთ არჩევნებზე, ისიც გავიხსენოთ, რომ 1995 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. მას, ამ პოლიტიკურ პროცესს, ერქვა არჩევნები და მე ვფიქრობ, ამ ასპექტში უნდა გესაუბრათ, რამდენი რამე გაკეთდა, როგორ ჩატარდა რეალური არჩევნები, როგორ ვემზადებით რომ უფრო დავხვეწოთ და მიმაჩნია, რომ ის ვარიანტი, რომელიც დღესაა მიღებული პარლამენტში, კიდევ შეიძლება დაიხვეწოს, მაგრამ ის არის ამ ეტაპზე ყველაზე მისაღები," აღნიშნა გოგი თოფაძემ, რომელმაც პრეზიდენტს განუცხადა, რომ სასამართლოსა და პროკურატურაზე საუბრისას აქცენტი უნდა გაკეთებულიყო რა იყო საქართველოში წინა ხელისუფლების დროს და რა "უბედურება" გადაიტანა ქვეყანამ.


"სად იყო სასამართლო? იყო პროკურატურა, რომელიც წყვეტდა ყველა საკითხს. ის, რაც ხდებოდა სასამართლოზე, ის რაც ხდებოდა სასჯელაღსრულების კუთხით, თქვენ ხომ ეს ყველაფერი იცით და ხომ შეიძლება შეფასებულიყო, რამდენი გაკეთდა ამ მხრივ, რამდენი სიკეთე, რაც მოვასწარით და უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. ეს იყო, როგორც თქვენ ბრძანეთ, პროკურატურის რაღაც გარდაქმნის პირველი ეტაპი, არის ალბათ სხვადასხვა ვარიანტები, რომელიც უფრო დახვეწავს ამ სისტემას და ამ მხრივ მეც ვფიქრობ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან  ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა," აღნიშნა "მრეწველების" ლიდერმა.


გოგი თოფაძემ პრეზიდენტს ასევე მოუწოდა, რომ უცხოელების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს უფრო მეტი ანალიზით მიუდგნენ. მან 1990-იანი წლები მოიყვანა მაგალითად და გაიხსენა რა აქტიურად შემოდიოდნენ უცხოელები მაშინ საქართველოში, როგორ იკიდებდა ქვეყანაში ფეხს მსოფლიო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.


"მე ჩემი ხედვა მაქვს და ჩემს თანაგუნდელებსაც. ყველა უყურებს თავისი ინტერესების პრიზმით საქართველოს. აი, ჩვენ, რომ მაშინ დაუფიქრებლად მივიღეთ ძალიან ბევრი მაგათი რჩევა და განვახორციელეთ, იმიტომ ვართ დღეს ასეთ დღეში. ჩვენ ანალიზი უნდა გაგვეკეთებინა ვინ გვაჩქარებდა მაინც და მაინც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე, სასწრაფოდ რომ შეგვიყვანეს. მე იმასაც გეტყვით, ერთ-ერთი წამყვანი მრჩეველი, აგერ მოვიყვან მოწმედ ჩემს მეგობარს, ბატონ ზურაბ ტყემალაძეს, საბოლოო ჯამში შევხვდით სასაუბროდ და გვეუბნება - თქვენ ისე ჩამორჩით დღევანდელ ტექნოლოგიებს, თქვენ არ გინდათ წარმოება, ჩვენ შემოგიტანთ, თქვენ ვერ დაეწევით, ვერ შექმნით კონკურენტუნარიან პროდუქციას და ასე გააგრძელეთ, ტურიზმი, ნავთობსადენი და ა.შ. აი ასეთი წინადადებები არ უნდა მივიღოთ," განაცხადა გოგი თოფაძემ პარლამენტში გამოსვლისას.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი