გუბაზ სანიკიძე: საქართველოს აქვს საუკეთესო პირობები იმისთვის, რომ პოზიტიური გამტარის როლი ითამაშოს რეგიონში
03-02-2016, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს აქვს საუკეთესო პირობები იმისთვის, რომ პოზიტიური გამტარის როლი ითამაშოს რეგიონში“ - ამის შესახებ ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტში, ფრაქციების მოსმენისას განაცხადა.

 

 

„პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც „ეროვნული ფორუმისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. მსოფლიო იცვლება, ბატონებო და ქართული სახელმწიფო უნდა იყოს ადეკვატური ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. საქართველოს უსაფრთხოება უშუალოდ დაკავშირებულია რეგიონის უსაფრთხოებასა და მიმდინარე პროცესებთან. ეს პროცესები კი ღრმავდება. მე არ ვარ ოპტიმისტი, როგორც ჩანს, უფრო დამძიმდება ვითარება. რაღაცა ახალი იბადება და ეს ახალი როგორი იქნება, დამოკიდებულია მსოფლიოზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს როლს და ფუნქციას. რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ჩვენს სახელმწიფოს? თქვენ ახსენეთ, ბ-ნო პრეზიდენტო, ამერიკული საგარეო პოლიტიკის რადარები, სადაც საქართველო არ ჩანს. აუცილებელია, საქართველომ შეიძინოს ფუნქცია. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „ომი და მშვიდობის“ საკითხია. უკვე დასაწყებია მშვიდობაზე ფიქრი. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ყველა მეტოქესთან აქვს კარგი ურთიერთობა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში საქართველო გახდება სერიოზული მოთამაშე. მე მგონია, რომ ზოგჯერ ჩვენ დაკავებული ვართ თვითცენზურით, საკუთარი ძალების იმედი არ გვაქვს. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ეს გვაქვს“ - აღნიშნა სანიკიძემ.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   zurab
      
ბატონო გუბაზ!
თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ, დაანებეთ თავი თითგვემას ერთი უსინდისოების მიერ
ჩაწერილი საუბრის გამო , საქმეს მიხედეთ და გამოდით ჩრდილიდან
4 თებერვალი 2016 01:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი