ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების“ წარმომადგენლის ტარიელ ლონდარიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დრო დათვლილია და რამდენიმე თვეში მისი ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის მიერ გასტუმრებული იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქვეყანაში უნდა ბატონობდეს კანონები და არა ინდივიდები. რთულია არ დაგეთანხმოთ ბატონო პრეზიდენტო ამ განცხადებაში. ნამდვილად ამ ქვეყანაში უნდა ბატონობდეს კანონები და არა ინდივიდები, მაგრამ რეალობა სხვა არის და ეს ნათლად წარმოჩინდა როცა წინა გამომსვლელი (გოგი თოფაძე) გამოდიოდა და ამ ყველაფერს ასე ლამაზად გადმოსცემდა, რომ თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი იმიტომ, რომ ზუსტად იმ ერთმა ბატონმა, ინდივიდმა აგირჩიათ. ეს არის სამარცხვინო განცხადება ამ პარლამენტში. ეს არის შეურაცხყოფა მთელი ქართული საზოგადოების. თქვენ არ აურჩევიხართ იმ ერთ ინდივიდს, რომელიც დღეს ბატონობს ქვეყანაში. თქვენ აგირჩიათ ქართულმა საზოგადოებამ და მე იმ ერთ ინდივიდს ვეტყვი აქედან, რომ 2016 წლის არჩევნებზე ამ ინდივიდს გაისტუმრებს ქართული საზოგადოება," განაცხადა ლონდარიძემ.
მისი თქმით, "დღეს ამ ქვეყანაში ბატონობს ინდივიდი და აძლევს თავს უფლებას უკარნახოს ყველას ყველაფერი და მართოს ქვეყანა გვერდიდან და საქართველოში დამკვიდრებული იყოს ირიბი, არაპირდაპირი მმართველობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ერთხელ და სამუდამოდ ამას წერტილი უნდა დაესვას და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაბატონდეს კანონი და უზენაესად უნდა იქცეს კანონი. ბიძინა ივანიშვილის დრო დათვლილია და დარჩენილია რამოდენიმე თვე, ამის გარანტიას გაძლევთ და ეს იცოდეთ და დარწმუნებული იყავით," განაცხადა ლონდარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.