ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიში აცდენილია იმ რეალობას რაც არსებობს დღეს ქვეყანაში.
ამის შესახებ ღვინიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა უამრავი მიმზიდველი დაპირებით და მათ შორის იყო მარგველაშვილიც, დღეს კი საქართველოს მოსახლეობა არის იმედგაცრუებული.
„დღეს საქართველოს მოსახლეობა არის იმედგაცრუებული, მოტყუებული და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი. დღითიდღე უკან მიდის ეკონომიკა, უფასურდება ლარი, რაც რა თქმა უნდა თითოეული მოქალაქის ჯიბეს არტყავს და ამძიმებს მათ მდგომარეობას.
როდესაც ჩვენი მთავრობა საუბრობს საკუთარ წარმატებებზე და იმ დაპირებების შესრულებაზე გვექმნება ისეთი შთაბეჭდილება თითქოს მოსახლეობა ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, მთავრობა კი სხვა ქვეყანაზე საუბრობს,“- განაცხადა ღვინიაშვილმა.
ღვინიაშვილი პრეზიდენტის მიერ ნათქვამ ფრაზასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბიუჯეტი არის ადამიანებზე ორიენტირებული. როგორც ღვინიაშვილმა განაცხადა „ადამიანებზე ორიენტირებულ ბიუჯეტში“ იზრდება ჩინოვნიკების ფუფუნებისთვის დასახარჯი ფულის რაოდენობა.
„რა ნიშნით არის ადამიანებზე ორიენტირებული თუ „ქართულ ოცნებას“ დღეს დაავიწყდა დღეის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეების პენსია რა რაოდენობით უნდა ყოფილიყო და ივნისში მხოლოდ 20 ლარით იზრდება, როცა შესაძლებელი იყო პენსიონერებისთვის პენსია გაეზარდა 50 ლარით. ნაცვლად ამისა „ადამიანებზე ორიენტირებულ ბიუჯეტში“ აშკარად ჩანს, რომ იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები და იზრდება ჩინოვნიკების ფუფუნებისთვის დასახარჯი ფულის რაოდენობა,“- აღნიშნა ღვინიაშვილმა.
მან პრეზიდენტს საკუთარი კაბინეტიდან ღშირად გამოსვლა და საზოგადოებასთან შეხვედრა ურჩია, რათა მათგან გაიგოს რა აწუხებს ხალხს.
„ბატონო პრეზიდენტო მე გირჩევდით თქვენ, რომ ხშირად დატოვოთხოლმე კაბინეტი, გახვიდეთ ხალხში, ეს იქნება ქალაქები თუ სოფლები, შეხვდეთ მოსახლეობას და მათგან გაიგოთ რა სტკივათ,“-მიმართა ღვინიაშვილმა პრეზიდენტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.