ნატო არ აპირებს უკრაინაში სამხედრო ქმედებების განხორციელებას, თუმცა მან აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ზომები უნდა მიიღოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბულგარეთში ვიზიტისას განაცხადა.
"ჩვენი პოზიცია მკაფიოა და უკრაინაში შექმნილი კრიზისის დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით მოგვარების ძიებაში მდგომარეობს. მიმაჩნია, რომ პირველი ნაბიჯი რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანა და დაძაბულობის შემცირებაში მონაწილეობა უნდა გახდეს", – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბულგარეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა დარწმუნდეს, რომ კოლექტიური თავდაცვა ეფექტურია.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა სოფიაში ყოფნისას თქვა, რომ ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ზომები უნდა მიიღოს, რაც იმაში უნდა გამოიხატოს, რომ მან დამატებითი ქვედანაყოფები აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირე ქვეყნების დასაცავად უნდა განათავსოს და წვრთნები ჩაატაროს.
"ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო ზომებს, არამედ მოკავშირეების დაცვაზე ვზრუნავთ და მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, რათა დავრწმუნდეთ, რომ თავდაცვა, მართლაც, ეფექტურია. ნატო იღებს კანონიერ ზომებს იმ არასტაბილურობაზე, რაც რუსეთის ქმედებებმა გამოიწვია. ეს ზომები შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენს შეთანხმებას რუსეთთან, რომელთა დარღვევასაც თავად რუსეთი განაგრძობს", – აღნიშნა რასმუსენმა.
მისივე განცხადებით, ნატომ უკვე გაამაგრა საავიაციო პოლიციის ძალები ბალტიის ქვეყნების თავზე, განათავსა თვითმფრინავები პოლონეთსა და რუმინეთში და გააძლიერა თავისი ყოფნა შავ ზღვაში.
"ვფიქრობ, უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები, უნდა განვიხილოთ ეს უახლოეს დღეებში ან კვირებში, რეკომენდაციის დონეზე, ჩვენს სამხედრო წარმომადგენლებთან", – აღნიშნა რასმუსენმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.