საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ამ მოწვევის პარლამენტმა მეოთხე, დამამთავრებელი წელი ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგის დადგენით დაიწყო. ამის შესახებ ბერძენიშვილმა პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამ მოწვევის პარლამენტის მეოთხე წელი დაიწყო ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ჩვენი პარლამენტის რეგლამენტით, როგორც წესი, პრეზიდენტი პარლამენტის პირველივე სხდომაზე გამოდის პარლამენტის წინაშე. მეოთხე წელს, როგორც წესი ვაქციეთ წესად და ეს კარგია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ერთგვარი პრობლემების მიუხედავად, პრეზიდენტის გამოსვლას უსმენდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები - ესეც წესრიგისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მივესალმები იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები ასევე ისმენდნენ აქ, პარლამენტის მთავარ დარბაზში პრეზიდენტის გამოსვლას. ჩვენი მოწვევის პარლამენტმა მეოთხე, დამამთავრებელი წელი პოლიტიკური წესრიგის დადგენით დაიწყო. იმასაც მივესალმები, რომ ჩემს გამოსვლამდე უმრავლესობის და უმცირესობის ფრაქციების ხელმძღვანელებს ჰქონდათ კორექტული გამოსვლები – ესეც პოლიტიკური წესრიგისკენ გადადგმული ნაბიჯია. ევროპული პოლიტიკური არჩევანი ნიშნავს ევროპულ პოლიტიკურ წესებს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.