„ბ-ნო პრეზიდენტო, შერჩევითი სამართალი გიგი უგულავასთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ არის, რომ მაგ ბრალით თქვენ დასაპატიმრებელი გყავთ ყველა რაიონის ყველა გამგებელი“ - ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანნაგიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ათასობით უსაქმური გყავთ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული და ტყუილად უხდით ხელფასს. სამსახურებში, სკამების და ოთახების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან გაფორმებული. სწორედ ამიტომ არის შერჩევითი სამართალი“ - აღნიშნა ბობოხიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.