საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას "მართავს არაუფლებამოსილი პირი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჰყავს პირადი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია მისი პირადი თანამშრომლებით". აქედან გამომდინარე, გაბაშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის არისტოტელესეული სურვილი, ქვეყანას ინდივიდის, გაბაშვილის დაზუსტებით, "მოქალაქის" ნაცვლად კანონები მართავდეს, განუხორციელებელი იდეაა.
"ბატონმა პრეზიდენტმა არისტოტელეთი დაიწყო და ბრძანა, რომ ქვეყანა თავისუფალია, რომელშიც კანონები ბატონობენ და არა ინდივიდები. არისტოტელე ამბობდა, თავისუფალი იქნება ქვეყანა, რომელშიც კანონები ბატონობენ და არა მოქალაქე და ჩვენს ქვეყანას არისტოტელეს ფორმულირება "მოქალაქე" უფრო ზუსტად უდგება, ვიდრე ინდივიდი. ამ ქვეყანას დღეს რეალურად ვიცით ყველამ ვინც მართავს. ამ ქვეყანას მართავს არაუფლებამოსილი პირი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჰყავს პირადი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია მისი პირადი თანამშრომლებით, რომლის ძალოვანები არის მისი პირადი დაცვის ხელში, რომლის ყველა სტრუქტურა ემორჩილება მას და ქვეყანაში ყველაფერი - საპარლამენტო უმრავლესობა, მთავრობა, ხელისუფლების ყველა შტო, თვითმმართველობები, ყველაფერი ექვემდებარება ამ ერთი ადამიანის ნებას. შესაბამისად, დანარჩენი ყველაფერი, რაზედაც პრეზიდენტმა ისაუბრა, გამორიცხავს იმ მთავარს, რაც იყო თავშივე ნათქვამი, რომ თავისუფალი ვერ იქნება ქვეყანა, რომელსაც მართავს არა კანონი, არამედ მართავს ერთი ადამიანის ნება-სურვილი და ახირებები. ზუსტად იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი თავის სიტყვას წარმოსთქვამდა, ციხისძირში ასწლოვან ხეებს ბულდოზერებით გლეჯდნენ და გადაჰქონდათ ბიძინა ივანიშვილის ეზოში, იმიტომ რომ ბატონ ბიძინას ძალიან უყვარს გიგანტური ხეები. აი ეს არის ის რეალური ვითარება და ცხოვრება რა ფონზედაც ვითარდება ეს ყველაფერი. თუ ბატონი ბიძინა იტყვის, სამი სამინისტრო ერთ დღეში ერთმანეთს მისწერს და მოსწერს 13 წერილს და დინამიტით ააფეთქებენ საყდრისს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, იმიტომ, რომ ასე სჭირდება მის ბიზნესს," განაცხადა გაბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.