გია ვოლსკი: საქართველოში მედიის თავისუფლება გარანტირებულია, ისევე როგორც სასამართლო სისტემის
03-02-2016, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში მედიის თავისუფლება გარანტირებულია, ისევე როგორც სასამართლო სისტემის.

 

 

ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებულ სიტუციაზე ისაუბრა.

 

 

როგორც მან განაცხადა, მედიის საკითხი მხოლოდ მაშინ არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, როცა მისი საკითი განიხილება სასამართლოში. მისივე თქმით, არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს პრობლემა რომელიმე მედია საშუალებასთან თანამშრომლობაში.

 

 

„ჩვენ არ გვჭირდება მეხოტბე მედია. საქართველოში და თუნდაც მის ფარგლებს გარეთ მე არ მეგულება არც ერთი მედია საშუალება, რომელიც ხოტბას ასხამს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას.

 

 

მედია საშუალებების საკითხი მხოლოდ მაშინ არ უნდა დადგეს ქვეყნის პრეზიდენტის დღის წესრიგში, როდესაც ერთ-ერთი მისი წარმომადგენელის, ფაქტიურად კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საკუთრების საკითხი განიხილება სასამართლოში. არც პირადად მე და არც რომელიმე ჩემი კოლეგა ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავთ იმაში, რომ ითანამშრომლონ ნებისმიერ მედია საშუალებასთან, მათ შორის მასთან რომლის ხელმძღვანელი ჯოჯოხეთის მოწყობას გვპირდება და ფრიად საეჭვო დიალოგებს აწარმოებს უკრაინაში მყოფ მის ყოფილ პოლიტიკურ ლიდერთან დესტაბილიზაციისთვის საჭირო მეთოდებთან დაკავშირებით,“-განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

მისივე თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლება გარანტირებულია, ისევე როგორც სასამართლო სისტემის მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი მთავრობისათვის სასიამოვნო სიუჟეტებს ან გადაწყვეტილებებს. როგორც მან განაცხადა, ეს პოლიტიკა უცვლელია და მისი გარანტი პრეზიდენტიცაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი