დონალდ ტრამპი აიოვაში გამარჯვებულ კანდიდატს თედ კრუზს გაყალბებაში ადანაშაულებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს
03-02-2016, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აიოვაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. იგი რესპუბლიკელების გამარჯვებულ კანდიდატს თედ კრუზს ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

ტრამპმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პარტიული კონფერენციის დროს კრუზის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა ამომრჩევლებს უთხრეს, რომ მოწინააღმდეგე ბენ კარსონს დაგეგმილი ჰქონდა კამპანიიდან გამოთიშვა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა.

 

 

კრუზის კამპანიის წარმართველებმა კარსონის ბანაკს ამის გამო ბოდიში მოუხადეს და განაცხადეს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

 

 

„თედ კრუზს არ გაუმარჯვია აიოვაში, მან მოიპარა არჩევნები,“ განაცხადა ტრამპმა.

 

 

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მან „თვითერზე“ დაწერა, რომ კრუზმა „არაკანონიერად“ გაიმარჯვა პარტიულ კონფერენციაზე, მაგრამ მოგვიანებით მან წაშალა გამოქვეყნებული განცხადება.

 


კრუზის ბანაკი ამგვარ ბრალდებებს ძალზე სერიოზულად არ უყურებს.

 

 

საარჩევნო პარტიული კონფერენციის ხელმეორედ ჩატარების პრეცედენტი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არსებობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი