საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ამერიკული ენერგოკომპანიის Frontera-ს აღმასრულებელი დირექტორის სტივ ნიკანდროს მიერ Atlantic Council- ში სიტყვით გამოსვლისას გაჟღერებულ საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ მას მთავრობისთვის არ წარუდგენია მასალები საქართველოში ტრილიონობით მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოების არსებობის შესახებ. ვალიშვილისთვის რთულად წარმოსადგენია, საქართველო უახლოეს პერიოდში გაზის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს.
"განცხადებები მარაგების არსებობაზე მესამე წელია ვრცელდება. რამდენად რეალურია ეს მარაგები, ეს ცალკე შესწავლის საგანს მიეკუთვნება. მე ვიტყვი, რომ Atlantic Council არის საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული ორგანიზაცია, რომელიც ენერგეტიკულ საკითხებზე მუშაობს. ბატონი ნიკანდროსი არის Atlantic Council-ის ბორდის წევრი და, შესაბამისად, ძალიან კარგი პლატფორმა აქვს ასეთი ტიპის განცხადებებისთვის. თუმცა, მე მინდა ვთქვა, რომ მოლოდინი იმისა, რომ საქართველო უახლოეს ხანში გახდება ექსპორტიორი, ჩვენ არ გვაქვს, ეს მასალები ჩვენთან წარმოდგენილი არ არის. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ სამუშაო პროგრამა, რასაც Frontera, როგორც ლიცენზიანტი, ყოველწლიურად წარმოადგენს, ნამდვილად არ ასახავს იმ გეგმებს - სამი, ხუთი და კიდევ უფრო მეტი ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვებას," აცხადებს მარიამ ვალიშვილი.
Frontera-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკანდროსმა საქართველოში 5.3 ტრილიონი მეტრ კუბის მოცულობის გაზის საბადოს არსებობის შესახებ Atlantic Council-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.