ზიკას ვირუსის გავრცელების რისკი ევროპაში, შესაძლოა, გაზაფხულზე გაიზარდოს
04-02-2016, 00:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის კონტინენტზე ზიკას ვირუსის გავრცელების რისკი შესაძლოა, გაზაფხულზე გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს და ვროპის ქვეყნებს აფრთხილებს.

 

 

მას მერე, რაც ზიკას ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტიც დაფიქსირდა, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მოსახლეობას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან თავის დაცვას ურჩევს. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გავრცელების ფაქტი კი აშშ-ში დაფიქსირდა. ცნობილია, რომ შემთხვევა ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში მოხდა. ჯანდაცვის ადგილობრივმა უწყებამ აღნიშნული ოფიციალურად დაადასტურა. მათი განმარტებით, ვირუსი სქესობრივი გზით გადავიდა. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ზიკას ვირუსის გადამტანი მხოლოდ კოღოები იყვნენ. პიროვნება, რომელიც დაავადებულია ზიკას ვირუსით, არ იმყოფებოდა დაავადების გავრცელების არეალში, თუმცა, მისი პარტნიორი ვისგანაც მას დაავადება გადაედო, ვენესუელადან იყო ახალი დაბრუნებული.

 

 

ვირუსის დასამარცხებლად ბრაზილიის პრეზიდენტის, დილმა რუსელფის განკარგულებით, ქვეყანაში, დღეს ეროვნული მობილიზაციის დღე გამოაცხადდა. ასობით სამხედრო მწერებთან ბრძოლის სამუშაოს განახორციელებს.

 

 

ზიკას ვირუსი არ არის ახალი შიდსი, დაავადება იკურნება და საფრთხეს ორსულობის პერიოდში ქმნის. აღნიშნული ვირუსით დაავადებული ადამიანის შვილები განუვითარებელი ტვინებით იბადებიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი