ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციის პროცესში, 1.5 მილიონის მითვისების ბრალდებით, შპს "სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის" დამფუძნებელი დააკავეს
04-02-2016, 01:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციის პროცესში, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს "სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის" დამფუძნებელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, თეიმურაზ წივწივაძე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავეს.

 

 

"საქმე ეხება ავჭალის დასახლებაში არსებული, ეგრედწოდებული "ზაჰესის ხიდისა" და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოეხდინა ხიდისა და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია, დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი, 1 526 437 ლარი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

 

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი