გიგი უგულავა: კვერცხოვანი ხალხი თუ არ ალაგმა მთავრობამ, ეს შეიძლება უმართავ სიტუაციაში გადავიდეს (ვიდეო)
13-04-2014, 08:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვები ძირითადად ბუღალტერიას შეეხებოდა, რაზშიც ის ნაკლებადაა კომპეტენტური. უგულავას თქმით, ის "სითი პარკის" საქმეზე დაკითხვას აწი აღარ ელოდება, თუმცა ბრალის წაყენებას არ გამორიცხავს.

 

 

"კითხვები ძირითადად ეხებოდა ბუღალტერიას, სახაზინო კოდებს, ბუღალტრულ ნიუანსებს, რომლის შესახებაც ბუნებრივია, ბევრი არაფერი ვიცი. რაც შეეხება ამ საქმეს, ვვარაუდობ, წინასაარჩევნოდ აუცილებლად გამოაგდებენ "სითი პარკის" თემას. ერთადერთი, მინდა მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ. შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვან, რომ შემდგომ არბიტრაჟში მთავრობამ წააგოს და სახელმწიფოს დიდი ვალი დაეკისროს. სხვა შემთხვევაში თუ ეს საქმე სასამართლომდე მივა, ვფიქრობ, სასამართლოზე არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თვითონ გამომძიებლებთან პრეტენზია არ მაქვს. როგორც ივანიშვილი ამბობს, მოვახერხეთ და დავმეგობრდით, ნაწილობრივ, ტელევიზორსაც ვუყურებდით. მაგრამ ის, რაც გარეთ ხდებოდა, გაცილებით უფრო მძიმე სიმპტომებს შეიცავს. ივანიშვილის და ღარიბაშვილის უპასუხისმგებლობით საქართველო და განსაკუთრებით თბილისი შეიძლება დაემსგავსოს კინოსურათს- ნიუ-იორკის გენგები. რეციდივები უკვე არის. ეს კვერცხოსნები და კვერცხოვანი ხალხი თუ არ ალაგმა მთავრობამ, ეს შეიძლება უმართავ სიტუაციაში გადავიდეს. ამ საქმეზე დაკითხვას მეტს აღარ ველოდები, ბრალი შეიძლება წამიყენონ", - განაცხადა უგულავამ.

 

 

                                                                     

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი