"რამდენადაც ვიცი, გოგი თოფაძე რაღაც წყაროს ეყრდნობოდა განცხადების გაკეთებისას" - განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ყველა დეპუტატს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საკუთარი სტილი აქვს.
"საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ ბევრად უფრო არაკორექტულ განცხადებებს. ყველა ადამიანი ლაპარაკობს თავისი სტილით. ამ ციტატაზე კი ალბათ თოფაძეს აქვს წყარო და თუ არა აქვს, მაშინ შეცდომაში შეიყვანა ვიღაცამ", - განუცხადა გია ჟორჟოლიანმა.
გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გააკრიტიკა. შესაბამისი განცხადებები თოფაძემ ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და განმარტა, რომ პრეზიდენტის მისამართით "რამდენიმე კრიტიკა" აქვს. ამ კონტექსტში თოფაძემ მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.