თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
04-02-2016, 02:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, იმედა ბერაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ბერაძემ განაცხადა, იგი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა, მიზეზი კი სხვა სამსახურში გადასვლა და ოჯახური პრობლემები გახდა.

 


„გადაყენებით ნამდვილად არავის გადავუყენებივარ. იყო შემოთავაზება სხვა სამსახურებიდან, ასევე, რაღაც ოჯახური პირობების გამო, გადავწყვიტე, დამეტოვებინა თანამდებობა. პირიქით, ვთვლი, რომ წარმატებულად ვასრულებდი ჩემს საქმიანობას. შესაძლოა, გადავიდე საერთოდ სხვა სტრუქტურაში, შესაძლოა, დავრჩე იმ სტრუქტურაში ან, საერთოდაც, შეიძლება დავბრუნდე ჩემს პოსტზე ან სხვა თანამდებობაზე“, – განაცხადა იმედა ბერაძემ.

 


გავრცელებული ინფორმაციით, ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსს ბოლო პერიოდში შესაძლო კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი