ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციის პროცესში, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს “სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის” დამფუძნებელის, თეიმურაზ წივწივაძის დაკავების ფაქტს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი აბესაძე ეხმაურება.
„ეს არის კორუფციული სქემა, რომელშიც მთავარი დამნაშავე უნდა ვეძებოთ თბილისის მერიაში. ამიტომ, დააკავეს თუ არა კომპანიის დამფუძნებელი ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
მისივე ინფორმაციით, ამ კომპანიის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი დღეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში სწორედ ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს.
„უკვე ნათელი ხდება, რომ მართლაც მთავარი მონაწილეები ამ კორუფციაში არის თბილსის მერიის თანამდებობის პირები,“ - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, თეიმურაზ წივწივაძე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავეს.
საქმე ეხება ავჭალის დასახლებაში არსებული, ზაჰესის ხიდისა და სარკინიგზო გზა გამტარის რეაბილიტაციის დროს ჩადენილ დანაშაულს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.