თინა ხიდაშელი: კრიზისების მართვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოები არ უნდა გაერთიანდეს
04-02-2016, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოები არ უნდა გაერთიანდეს. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს "თავისუფალ დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის მოსაზრებაზე კომენტირებისას განუცხადა. დოლიძე მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში უნდა გაერთიანდეს.

 

 

"მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი ინიციატივაა, თუმცა ბუნებრივია, ნებისმიერი წინადადება განხილვას ექვემდებარება და შეგვიძლია ვისმჯელოთ. თავისთავად, ქვეყნის ახალი კონსტიტუციური წესრიგი ამ საკითხზე ძალიან ნათელ პასუხებს იძლევა. ქვეყანას ჰყავს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის მეთაურიც აღარ არის პრეზიდენტი, შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს კრიზისის დროს, მისი ეფექტური და სწრაფი მართვის ბერკეტი უნდა ჰქონდეს. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ კანონმდებლობაში რამე დასახვეწია, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია და შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ამ ორი საბჭოს არსებობა აბსოლუტურად მნიშვნელოვანია.

 

 

არსებობს საომარი მდგომარეობა, როცა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იწყებს მუშაობას საფრთხეებზე და ამ საკითხებზე მუშაობს ეროვნული საბჭო, მაგრამ არსებობს კრიზისები, მაგალითად 13 ივნისის მსგავსი, რომელიც იმედია აღარ განმეორდება -ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკისრება. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს უნდა ჰქონდეს საშუალება მართოს ეს კრიზისი. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს საბჭო", - განმარტა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი