"პრემიერ-მინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხვდები" - გია გაჩეჩილაძე მაესტროს" დირექტორის პოსტზე მის ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს
04-02-2016, 02:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მაესტროს" დირექტორის პოსტზე ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე მის ძმას ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს, პარტნიორთა კრების დაწყებამდე ბაია გადაბაძის დირექტორობიდან გადადგომის მოტივად კი იგი ტელეკომპანიის რეიტინგის კატასტროფულ დაცემას ასახელებს.


"უკვე სამი წელია ბაია გადაბაძე მართავს ტელევიზიას. ამ ხნის განმავლობაში რეიტინგი 4%-მდე დავიდა. ასევე სასამართლოში შესულია "მაესტროს" გაკოტრებაზე საქმე. სანამ არ დაინგრევა "მაესტრო", მანამდე არ უნდა შეიცვალოს ვითარება?" განაცხადა გია გაჩეაჩილაძემ. მან ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა.


"პრემიერ-მინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხვდები," განაცხადა გაჩეჩილაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემიერთან "მაესტროს" თემაზე არ უსაუბრია. გია გაჩეჩილაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის 25%-იანი წილის შესაძენად თანხა მაკა ასათიანისგან ისესხა.


რაც შეეხება ტელეკომპანიის მომავალს, გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ვერავინ ჩაერევა. მისი თქმით, "მაესტრო" შეინარჩუნებს საინფორმაციო გამოშვებას, ექნება ახალი ფორმატი, რომლის შესახებ უკვე არსებობს კონცეფცია. "ეთერში რომ გავა მერე ნახეთ მიკერძოებული იქნება თუ არა. ახლა რატომ წუხხართ, არ მესმის," განაცხადა გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიაში როგორც ძველი ისევე, ახალი თანამშრომლები იმუშავებენ. გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან ეკა აკობიასთან და მამუკა ღლონტთან თანამშრომლობასაც აპირებს.  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი