თბილისში, პარლამენტის შენობასთან დღეს 14:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციის მონაწილეები პარლამენტარ გოგი თოფაძის მიერ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებას გააპროტესტებენ.
შეგახენებთ, უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში შეურაცხყოფა მიაყენა. მან დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა და პრეზიდენტი დაადანაშაულა, თითქოს გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი ამ სიტყვით გალანძღა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.