"თუ რაიმე შეთავაზება და ინიციატივა უნდა მოხდეს, ეს უნდა იყოს იმაზე კარგი, რაც დღეს არსებობს" - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოსადმი მიცემულ რეკომენდაციებზე კომენტირებისას გაანაცხადა.
"ეს კანონი, რომელიც მოქმედებს და მივიღეთ ორი წლის წინ, ძალიან დემოკრატიულია. ამჟამინდელი სისტემით, მოსამართლეს შეუძლია დაასახელოს საბჭოს წევრობის კანდიდატი და ეს კანდიდატი შეიძლება იყოს საკუთარი თავი. ფარული კენჭისყრით მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს წევრებს. ყველა მოსამართლეს აქვს უფლება კანდიდატურის დასახელების და არჩევნებში მონაწილეობის. თუ რაიმე შეთავაზება უნდა მოხდეს, უნდა იყოს იმაზე კარგი, რაც ამჟამად არსებობს. პრეზიდენტის რეკომენდაციაა სამ-სამი წევრი იყოს არჩეული ყველა ინსტანციიდან, თუმცა, თუ, ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს არ აქვს სურვილი კენჭისყრაში მონაწილების მიღების და ეს ნებაყოფლობითია, ან დავუშვათ და კონფერენციამ ვერ აირჩია სააპელაციო ინსტანციიდან სამი წევრი, ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ?" - განაცხადა მურუსიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.